ტეხასის ქალაქ ვაკოში, კომპანია Mars-ის ქარხანაში 3,5 მეტრის სიგრძის „სნიკერსი“ დაამზადეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
შოკოლადის ფილის წონა 2 ტონას აღემატება, ზომით კი ის ჩვეულებრივ „სნიკერსზე“ 43-ჯერ დიდია. მის დასამზადებლად 1,6 ტონა შოკოლადი და 500 კილო კარამელი, მიწის თხილი და ნუგა დაიხარჯა.
შოკოლადის ფილა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა.