სერგეი ლავროვი: ” 2012 წელს დაწყებული ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე ქართველი რადიკალების ივნისის პროვოკაცია უარყოფითად აისახა”

სერგეი ლავროვი: ” 2012 წელს დაწყებული ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე ქართველი რადიკალების ივნისის პროვოკაცია უარყოფითად აისახა”

2012 წელს დაწყებული ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესზე უარყოფითად აისახა ქართველი რადიკალების ივნისის პროვოკაცია, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორია და 2019 წლის 10 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვამ 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

„სამწუხაროდ, ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე, რომელიც მიმდინარეობს 2012 წლიდან, უარყოფითად იმოქმედა ქართველ რადიკალთა ივნისის პროვოკაციამ, რის საპასუხოდ, იძულებული ვიყავით, დროებით შეჩერებულიყო რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა. ვიმედოვნებთ, რომ მომხდართან დაკავშირებით თბილისში გაკვეთილს ისწავლიან. ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, 12 წლის განმავლობაში პირველი შეხვედრა გაიმართა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრსა და მის ქართველ კოლეგას შორის. მხარეებმა გულწრფელი საუბარი გამართეს ორმხრივი ურთიერთობების პრობლემატურ საკითხებზე. სამაგიეროდ, სამწუხაროა ის კომენტარები თბილისიდან, რომელიც გაჟღერდა საუბრის შედეგად. ჩვენი მხრიდან, არსებობს მუდმივი ინტერესი ორმხრივი ურთიერთობების თანმიმდევრული ნორმალიზებისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.