სერგეი ლავროვი: უკრაინული თვითმფრინავის ტრაგედია ადამიანური შეცდომა იყო

სერგეი ლავროვი: უკრაინული თვითმფრინავის ტრაგედია ადამიანური შეცდომა იყო

ირანში უკრაინული თვითმფრინავის ტრაგედია ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, ეს იყო უნებლიე შემთხვევა - ასე აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სერგეი ლავროვი, ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებას.

ლავროვის თქმით, არსებული სიტუაცია თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებში დეესკალაციის ნათელი მაგალითია.

„ეს ადამიანური შეცდომაა, ეს მოხდა უნებლიედ. ვიქრობ, რომ ირანმა კომპენსაციები უნდა გადაუხადოს ოჯახის ნათესავებს. ჩემი აზრით ირანული მხარე ამას განიხილავს. მათ აღიარეს, რომ ეს მოხდა შემთხვევით“, - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, 8 იანვარს „ბოინგ 737“, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა ირანის დედაქალაქის აეროპორტთან ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 176 პირი დაიღუპა, მათ შორის ეკიპაჟის 9 წევრი.

ახლო აღმოსავლეთში თეირანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა იანვარში დაიწყო. ამერიკელმა სამხედროებმა ერაყში, ირანელი გენერალი ქასემ სოლეიმანი მოკლეს. საპასუხოდ ირანმა, ერაყში ორი ამერიკული ბაზა დაბომბა, რის შედეგადაც 11 ამერიკელი სამხედრო დაშავდა. ისინი ტვინის შერყევით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.