გიორგი გახარია ასლან ბჟანიაზე: მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს 

გიორგი გახარია ასლან ბჟანიაზე: მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს 

ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობა და მოლაპარაკება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ასლან ბჟანიას განცხადებას ეხებოდა თბილისთან დიალოგთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკების გარდა სხვა გზა არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობა და მოლაპარაკება. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა თქმა უნდა მოლაპარაკებების გარდა სხვა გზა არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი გახარია.