„იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი კრიშტიანუ რონალდუს „ოქროს ბურთის“ მოგებაში დაეხმარება. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისთვის არასასიამოვნოა, რომ პორტუგალიელზე მეტი „ოქროს ბურთი“ სხვა მოთამაშეს აქვს მოგებული.
„მინდა კრიშტიანუმ მეექსვე „ოქროს ბურთი“ მოიგოს და ამაში დავეხმარები. იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცას მასზე მეტი აქვს მოგებული, ცოტა არ იყოს, მაღიზიანებს“, - თქვა სარიმ.
ბუნებრივია, „იუვენტუსის“ მწვრთნელმა ლიონელ მესი იგულისხმა, რადგან ერთადერთია, რომელსაც რონალდუზე მეტჯერ აქვს „ოქროს ბურთი“ მოგებული.