ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა შოდაი იყო, რომელის წლის პირველ სუპერტურნირზე წაუგებლად ასპარეზობს შესაბამისად ქართველი უხერხულ მეტოქეს ვერ გაუმკლავდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ეს აღნიშნული წყვილის მე-16 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ტოჩიმ 7 მოიგო, 9-ჯერ კი წააგო.
ჩვენებურის მომდევნო მეტოქე მე-6 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება. რაც შეეხება მიმდინარე ბაშოს მოგება წაგების ბალანსს, ლევანს 6 საშეჯიბრო დღის შემდგომ 2 გამარვების წილ 4 მარცხი აქვს.