„ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა, რომელიც ახლა კატარის „ალ-სადს“ წვრთნის, კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნაზე უარის თქმის მიზეზი დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მისი თქმით, „ბარსელონას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოსკარ გრაუმ და სპორტულმა დირექტორმა ერიკ აბიდალმა მას ერნესტო ვალვერდეს შემცვლელად მუშაობა 13 იანვარს შესთავაზეს.
„წინადადებას არ დავთანხმდი, ვინაიდან ჩემთვის „ბარსელონას“ გაწვრთნა ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. თუმცა ამ თანამდებობის დაკავებაზე ყოველთვის ვოცნებობდი. რაც შეეხება სეტიენს, მე მომწონს მისი მუშაობის სტილი და მჯერა, რომ ის გუნდთან ერთად წარმატებას მიაღწევს“, - განაცხადა 39 წლის ხავიმ.
14 იანვარს „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ესპანელი სპეციალისტი კიკე სეტიენი დაინიშნა.