მარტინ სკორსეზემ ქართველი საოპერო მომღერალი, სალომე ჯიქია ახალ დოკუმენტურ ფილმში გადაიღო. ფილმის სახელწოდებაა The Oratorio.
ფილმი ამერიკულ-იტალიური კოპროდუქციაა და ის 2019 წელს ნიო-იორკში, წმინდა პეტრეს ტაძარში გადაიღეს. ფილმის პრემიერა იანვრის ბოლოს იგეგმება.
ფილმში სკორსეზე იკვლევს, თუ როგორ იმოქმედა ამერიკულ კულტურასა და საზოგადოებაზე, მათ ჩამოყალიბებაზე ემიგრანტების ხელოვნებამ და კულტურამ.
სალომე ჯიქია 1986 წელს ზუგდიდში დაიბადა. 2010 წელს მან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა, 2013-2014 წლებში კი სწავლა სანტა სესილიას ეროვნული აკადემიის საოპერო სტუდიაში (რომი) განაგრძო. ხუთი წლის შემეგ მისი დებიუტი მოცარტის ოპერა "ფიგაროს ქორწინებაში" შედგა, სადაც როსინას როლი შეასრულა.