ჯონ ტოლკინის შვილი კრისტოფერ ტოლკინი 95 წლისა გარდაიცვალა

ჯონ ტოლკინის შვილი კრისტოფერ ტოლკინი 95 წლისა გარდაიცვალა

„ბეჭდების მბრძანებლის“ შემქმნელის, ჯონ ტოლკინის უმცროსი შვილი, კრისტოფერ ტოლკინი 95 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ტოლკინის საზოგადოება“ ავრცელებს.

კრისტოფერ ტოლკინმა შექმნა შუახმელეთის ორიგინალური რუკები, რომლებიც 1950-იან წლებში „ბეჭდების მბრძანებლის“ პირველ გამოცემებში ილუსტრაციების სახით იყო გამოყენებული.

მამის გარდაცვალების შემდეგ კრისტოფერ ტოლკინმა დაასრულა და გამოაქვეყნა მისი დაუსრულებელი წიგნები „სილმარილიონი“, „ჰურინის შვილები“, „ამბავი ბერენის და ლუთიენისა“ და „შუახმელეთის ისტორიის“ 12-ტომეული.

2017 წლამდე კრისტოფერ ტოლკინი კომპანია Tolkien Estate-ს ხელმძღვანელობდა, რომელიც ჯონ ტოლკინის ნაწარმოებების საავტორო უფლებებს ფლობდა.