ციურიხი, ბაზელი და ლოზანა მსოფლიოს ყველაზე ძვირ ქალაქებად აღიარეს. ამის შესახებ მეტყველებს ცხოვრების ღირებულების ინდექსის 2020 წლის იანვრის მონაცემები, რომლებიც მონაცემთა ბაზა Numbeo-მ გამოაქვეყნა.
რეიტინგში სულ 440 ქალაქი მოხვდა. ცხოვრების ღირებულებას ექსპერტები მაღაზიებსა და რესტორნებში არსებული ფასების, სატრანსპორტო და კომუნალური ხარჯების და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის მიხედვით ადგენდნენ.
რეიტინგის მეოთხე და მეხუთე ადგილებზე ასევე შვეიცარიული ქალაქები - ჟენევა და ბერნი არიან. ათეულში ასევე მოხვდნენ სტავანგერი, ოსლო, ტრონჰეიმი (სამივე - ნორვეგია), რეიკიავიკი (ისლანდია) და ბერგენი (ნორვეგია).
რაც შეეხება თბილისს, ის სიის 404-ე ადგილზე აღმოჩნდა.