ამერიკელმა მსახიობმა მოლი ფიცჯერალდმა დედის მკვლელობა აღიარა

ამერიკელმა მსახიობმა მოლი ფიცჯერალდმა დედის მკვლელობა აღიარა

„კაპიტანი ამერიკას“ მსახიობმა მოლი ფიცჯერალდმა დედის მოკვლის მიზეზი დაასახელა, ამის შესახებ Fox News იუწყება.

მსახიობი აცხადებს, რომ დედა აშშ-ში შტატ კანზასში, ოლეიტეში სახლში დანით შეიარაღებული თავს დაესხა. მისი თქმით, მან დედას მტვერსასრუტის ნაწილი ჩაარტყა, თუმცა ქალს თავდასხმა არ შეუწყვეტია. ფიცჯერალდის განცხადებით, ის იძულებული გახდა თავდაცვის მიზნით დედა მოეკლა.

სამედიცინო ექსპერტიზამ მსახიობის სხეულზე ჭრილობები დაადასტურა. თუმცა ისიც დაადგინა, რომ მოლი ფიცჯერალდმა დედა გაგუდა. ამავდროულად ექსპერტებმა ვერ ნახეს მტკიცებულება, რომ მსახიობის დედას ხელში დანა ჰქონდა.

მსახიობის მამა აცხადებს, რომ ინციდენტამდე მისი შვილი აგრესიულად იქცეოდა.

ფიცჯერალდი აშშ-ში, კანზასის შტატის ქალაქ ოლეიტეში 31 დეკემბერს დააკავეს, მას შემდეგ რაც პოლიციამ მისი 68 წლის დედა გარდაცვლილი იპოვა.