პრინცი ჰარი დედოფალთან საუბრის შემდეგ პირველად შეასრულებს სამეფო ვალდებულებას

პრინცი ჰარი დედოფალთან საუბრის შემდეგ პირველად შეასრულებს სამეფო ვალდებულებას

მას შემდეგ რაც სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თქვეს, რომ უარს ამბობენ სამეფო ოჯახის ტიტულებზე, პრინც ჰარის პირველად უწევს საზოგადოებრივი საქმიანობის შესრულება. ის რაგბის ლიგის მსოფლიო თასი 2021-ს უმასპინძლებს ბუკინგემის სასახლეში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ის სასახლეში 21 ქვეყნის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ ბავშვებს შეხვდება, რომლებიც რაგბში მონაწილეობენ.

მეგან მარკლი შვილთან ერთად კანადაშია, თუმცა ჰარი დიდ ბრიტანეთში სავარაუდოდ შემდეგ კვირაშიც დარჩება.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.

საოჯახო თათბირი 13 იანვარს გაიმართ, რომლის შემდეგაც დედოფლის განცხადება გავრცელდა. ელისაბედ მეორემ მხარდაჭერა გამოუცხადა პრინც ჰარისა და მის მეუღლეს.