ტოჩინოშინი VS მეისეი... ბრძოლა, რომელიც დოჰიოს მიღმა დასრულდა

ტოჩინოშინი VS მეისეი... ბრძოლა, რომელიც დოჰიოს მიღმა დასრულდა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) იანვრის ბაშოზე მეხუთე შეხვედრა გამართა. მისი მოწინააღმდეგე მეხუთე მაეგაშირა მეისეი იყო, რომელმაც დიდი ბრძოლა გაუჩაღა ჩვენიანს და გაიმარჯვა კიდეც. ტოჩინოშინი მოედნის მიღმა გადავარდა, თუმცა იყო მომენტი, შეეძლო იგივე მეისეის დამართნოდა.

ასეა თუ ისე, ლევანმა მესამე ბრძოლა წააგო და მისი ბალანსი 2/3-ზეა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე დასავლეთის მეოთხე მაეგაშირა შოდაი იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 7:8-ზე აქვს.