გასპერინი:

გასპერინი: "ფიორენტინას" ქომაგები ბ**ის შვილები თავად არიან" - ვნებათაღელვა ფლორენციაში

იტალიის თასზე ფლორენციის „ფიორენტინამ“ ბერგამოს „ატალანატას“ (2:1) აჯობა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ფლორენციელი ტიფოზები პრაქტიკულად მთელი თამაშის განმავლობაში ბერგამოელთა მთავარ მწვრთნელ ჯამპიერო გასპერინის დედას აგინებდნენ.

იტალიელი სპეციალისტი ამის გამო ძალიან გაცხარდა და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე „ფიორენტინას“ ქომაგებს პასუხიც საჯაროდ დაუბრუნა.

„გულშემატკივრების შეურაცხყოფა? მე არასდროს მიმიყენებია ვინმესთვის შეურაცხყოფა, ყოველთვის მხოლოდ მოწინააღმდეგე ვიყავი, მაგრამ ბ**ის შვილის ძახილი, ძალიან მძიმე შეურაცხყოფაა. დედაჩემი თავისუფალი სიტყვისთვის იბრძოდა და ისინი მღეროდნენ, „ბ**ის შვილი“... მინდა გითხრათ, რომ სწორედ ისინი არიან ბ**ის შვილები ნამდვილად.

მე მესმის მეტოქის მტრობა და მასზე თავდასხმა, მაგრამ ეს გადაჭარბებულია, უხეშობაა, სისულელე და მძიმე შეუარცხყოფაა“, - განაცხადა გასპერინიმ.

აქვე გეტყვით, რომ „ფიორენტინა“ იტალიის თასის მეოთხედფინალში „ინტერს“ შეხვედება, შარშანდელი ფინალისტი „ატალანტა“ კი ტურნირს დაემშვიდობა.