18 წლის ამერიკელი მოდელის - კაია გერბერის ცხოვრებაში რთული პერიოდია. უკვე რამდენიმე კვირაა გოგონა ცნობილ კომიკოსთან - პიტ დევიდსონის სახელთან ასოცირდება და ისინი რომანტიკულ ვითარებაშიც არაერთხელ დააფიქსირეს, თუმცა სინდი კროუფორდსა და მის მეუღლეს რენდი გერბერს, როგორც ჩანს, მისი არჩევანი არ მოსწონთ და სიტუაცია ჩარევის გარეშე არ დატოვეს.
როგორც Page Six-იდან ირკვევა, პიტი, რომლის ყოფილი პატრნიორებიც არიანა გრანდე, ქეით ბეკინსეილი და კიდევ რამდენიმე ცნობილი ქალბატონია, ოჯახს მისი არასტაბილურობის გამო არ მოსწონს და ცდილობენ ქალიშვილს პრობლემები თავიდან აარიდონ.
როგორც პაპარაცების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, კაიას ნიუ-იორკის აპარტამენტთან განერვიულებული მშობლების საუბარი დააფიქსირეს, მოგვიანებით კი, სახლი კაიას მეგობარმა მამაკაცმაც დატოვა.
ამ ყველაფრის შემდეგ, წყვილი ერთად აღარ გამოჩენილა და თუ კაია აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ცხოვრებას და მაიამიში ისვენებს, პიტი ფაქტობრივად აღარ ჩნდება საზოგადოებაში.