პრინცი ჰარის და მეგან მარკლის უსაფრთხოებას კანადა უზრუნველყოფს

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის უსაფრთხოებას კანადა უზრუნველყოფს

კანადამ შესაძლოა სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას და მათი შვილის არჩის უსაფრთხოების ხარჯები დაფაროს. Daily Mail-ის ცნობით, კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ მათ უკვე შესთავაზა ძვირადღირებული დაცვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჰარიმ და მეგანმა მაღალი თანამდებობის წევრების სტატუსსზე უარი თქვეს და კანადაში გადასვლის შესახებ განაცხადეს. 

პრინც ჰარის და მეგან მარკლის 24 საათიანი დაცვის უზრუნველყოფა წელიწადში ბრიტანელ გადასახადის გადამხდელებს ერთი მილიონი ფუნტი უჯდებოდათ.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში გააგრძელებენ.