ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ 2020 წლის ნომინანტები დაასახელა

ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ 2020 წლის ნომინანტები დაასახელა

ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 92-ე ცერემონიის ნომინანტები დაასახელა.

საუკეთესო ფილმის სტატუსის მოპოვებას ცხრა ფილმი შეეცდება: „Ford Ferrari წინააღმდეგ“,„ირლანდიელი“, „ჯოკერი“, „კურდღელი ჯოჯო“, „პატარა ქალი“, „ქორწინების ისტორია“, „1917“, „ერთხელ ჰოლივუდში“, „პარაზიტი“.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: „კრისტის კორპუსი“, „თაფლის ქვეყანა“,  „უარყოფილნი“,  „ტკივილი და სიტყვები“, „პარაზიტი“

საუკეთესო რეჟისორი: მარტინ სკორსეზე, ტოდ ფილიპსი, სემ მენდესი, კვენტინ ტარანტინო, პონ ჟუნ-ჰო;

საუკეთესო მსახიობი ქალი: სინტია ერაივო, სირშა რონანი, სკარლეტ იოჰანსონი, შარლიზ ტერონი, რენე ზელვეგერი;

საუკეთესო მსახიობი კაცი: ანტონიო ბანდერასი, ლეონარდო დი კაპრიო, ადამ დრაივერი, ხოაკინ ფენიქსი, ჯონათან ფრაისი;

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი ქალი: კეტი ბეიტსი „რიჩარდ ჯოუელის საქმე“, ლორა დერნი „ქორწინების ისტორია“, სკარლეტ იოჰანსონი „კურდღელი ჯოჯო“, ფლორენს პიუ „პატარა ქალი“, მარგო რობი „სკანდალი“;

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი კაცი: ტომ ჰენქსი „მშვენიერი დღე“, ენტონი ჰოპკინსი „ორი პაპი“, ალ პაჩინო „ირლანდიელი“, ჯო პეში „ირლანდიელი“, პრედ პიტი „ერთხელ ჰოლივუდში“;

საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი: „ერთხელ ჰოლივუდში“, „ირლანდიელი“, „ჯოკერი“, „მაიაკი“, „1917;“

საუკეთესო სპეცეფექტები: „შურისმაძიებლები - ფინალი“, „ირლანდიელი“, „მეფე ლომი“, 1917, „ვარსკვლავური ომები: სკაიოკერი. განთიადი“.

აშშ-ის კინოაკადემიის პრემიას „ოსკარი“ 1940 წელს ეწოდა. თავად ჯილდო 1929 წელს დაწესდა. დაჯილდოების ცერემონია ყოველ წელს იმართება.