კატალონიური „ბარსელონა“ მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი კლუბი გახდა. ამის შესახებ კონსალტინგური კომპანია Deloitte-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.
მისი ინფორმაციით, 2018-2019 წლების სეზონში „ბარსელონას“ შემოსავალმა 840,8 მილიონი ევრო შეადგინა. მეორე ადგილზე მადრიდის „რეალი“ (757,3 მილიონი ევრო), მესამეზე კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ (711,5 მილიონი ევრო) აღმოჩნდა.
„ბარსელონა„ ამ რეიტინგის პირველ საფეხურზე პირველად აღმოჩნდა და ამავდროულად გახდა პირველი კლუბი, რომელმაც სეზონში 800 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა.
Deloitte-ის ექსპერტებმა რეიტინგის ლიდერი კლუბების შემოსავლების სტრუქტურაც შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ ყველაზე მცირე წილი (16%) ამ თანხაში მატჩების ბილეთების გაყიდვას უკავია. შემოსავლების 44% ტელეტრანსლაციის უფლების გაყიდვიდან შემოსული ფული, 40%-ს კი სარეკლამო შემოსავალი წარმოადგენს.