მსოფლიოს მკლავჭიდის ფედერაციამ საკუთარ ვებგვერდზე 2019 წლის საუკეთესო მკლავჭიდელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა და შედეგების მიხედვით, აბსოლუტური უმრავლესობით ქართველმა მკლავჭიდელმა ლევან საგინაშვილმა გაიმარჯვა.
ლევან საგინაშვილს 12864 ადამიანმა დაუჭირა მხარი, რაც ხმების 98% პროცენტს შეადგენს.
გამოკითხვაში მეორე ადგილზე ლიეტუველი მინდაუგას ტარასაიტი გავიდა - 174 ხმით, დანარჩენი ხმები კი ექვს მკლავჭიდელზე გადანაწილდა.