ცნობილი მსახიობი და პროდიუსერი - ნიკოლ კიდმანი ზამთრის ცივ დღეებს მშვიდ სანაპიროზე ატარებს და გულშემატკივრებს იდეალური გარეგნობით კიდევ ერთხელ აკვირვებს.
51 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა სანაპიროზე რჩეულთან - კიტ ურბანთან ერთად დააფიქსირეს.
გარდა იმისა, რომ საზოგადოება მისმა იშვიათმა გამოჩენამ სასიამოვნოდ გააოცა, სოციალურ ქსელებში უამრავი ადამიანი წერს, რომ ლამაზმანმა ნამდვილად იცის თავის მოვლა და 51 წლის ასაკშიც ინარჩუნებს სხეულის იდეალურ ფორმას, რომლითაც ის შოუბიზნესში რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა.