სელენა გომეზისა და ჰეილი ბოლდუინის უხერხული შეხვედრა, რის გამოც მომღერალს ბიბერის მეუღლისა და მეგობრის დაცვა მოუწია

სელენა გომეზისა და ჰეილი ბოლდუინის უხერხული შეხვედრა, რის გამოც მომღერალს ბიბერის მეუღლისა და მეგობრის დაცვა მოუწია

სელენა გომეზმა ორი დღის წინ ახალი ალბომი - Rare გამოაქვეყნა და შრომატევადი საქმის შემდეგ, გადაწყვიტა საღამო სასიამოვნო გარემოში გაეტარებინა, რისთვისაც Craig-ის პოპულარული რესტორანი შეარჩია.

თუმცა იმ დროს, როცა 27 წლის ვარსკვლავი ადგილზე იმყოფებოდა, რესტორანში ჰეილი ბოლდუინი და მათი საერთო მეგობარი - მედისონ ბირი დაფიქსირეს.

შეხვედრა, ბუნებრივია, უბრალო დამთხვევა იყო, თუმცა სელენა გომეზის ფანებმა სიტუაციაში მედისონი დაადანაშაულეს. გოგონას, რომელიც ჰეილისა და სელენას დიდი ხნის მეგობარია, ამ ყველაფრის განგებ მოწყობაში ადანაშაულებენ, თუმცა ეს მან თავადვე უარყო.

"ეს ჭორები კონტროლს აღარ ექვემდებარება. მე უბრალოდ ვვახშმობდი ჰეილისთან ერთად, რომელთანაც 10 წლის მეგობარობა მაკავშირებს... ეს დანაშაული რა ფორმით არის? მე სელენა მიყვარს და ყოველთვის მიყვარდა და მილიონ წელიწადშიც კი არაფერს გავაკეთებდი მის გასაღიზიანებლად," - დაწერა 20 წლის ლამაზმანმა.