საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი კარიერას „რასინგში“ განაგრძობს. 24 წლის ნახევარმცველი „სარაგოსადან“ სანტანდერის კლუბში 6-თვიანი იჯარით გადავიდა.
არაგონის გუნდის შემადგენლობაში ბოლოს პაპუნაშვილმა სამეფო თასის 1/32 ფინალში „ხიმნასტიკთან“ 3:1 მოგებულ შეხვედრაში ითამაშა და ერთი ბურთი გაიტანა. 22 ტურის შემდეგ „რასინგი“ სეგუნდადივიზიონში 19 ქულით ბოლოს წინა, 21-ე ადგილზეა.
სანტანდერის გუნდში პაპუნაშვილის დებიუტი, სავარაუდოდ, 16 იანვარს, ლა კორუნიას „დეპორტივოსთან“ საგარეო შეხვედრაში შედგება.