ჰაცუ ბაშოს მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლევან გორგაძემ ონოშოს ოშიდაშის ილეთით მოუგო და მის ანგარიშზე ორი შეხვედრის შემდეგ ერთი მოგება და ერთი წაგებაა.
ტურნირის მესამე დღეს, 14 იანვარს, გორგაძე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა რიუდენს შეხვდება, რომელთანაც აქამდე გამართული სამი ბრძოლიდან ორი მოიგო და ერთში დამარცხდა.
კიდევ ერთი ქართველი სუმოისტი, გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) გოკუშიდოსთან დამარცხდა და რანგით მესამე დივიზიონი წაგებით დაიწყო.