The Beatles-ის სიმღერის ხელნაწერი ტექსტი $195 ათასად იყიდება

The Beatles-ის სიმღერის ხელნაწერი ტექსტი $195 ათასად იყიდება

The Beatles-ის ცნობილი სიმღერის „While My Guitar Gently Weeps“ ხელნაწერ ტექსტი 195 ათას დოლარად იყიდება. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტექსტი ხმის ჩამწერი სტუდიის ფურცლის უკანა მხარეზე ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა დაწერეს.

„While My Guitar Gently Weeps“ ლეგენდარული ჯგუფის მეცხრე ალბომში „The White Album“ შედის, რომელიც 1968 წელს გამოვიდა. სიმღერა ჰარისონმა ინდოეთში მოგზაურობის შემდეგ დაწერა. კომპოზიციის ჩაწერაში ცნობილი გიტარისტი ერიკ კლეპტონიც მონაწილეობდა.

ფურცლის ყიდვა კომპანია The Moment In Time-ის ვებგვერდზე შეიძლება, რომელიც ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით და წერილებით ვაჭრობს.