დეკემბრის ხელფასს რუსთავის თვითმმართველობის ყველა სამსახურის თანამშრომელი ნამატით მიიღებს. ეს დადგენილება, მართალია წინასაახალწლოდ თოვლის ბაბუის ნამოქმედარს გავს, მაგრამ რადგან ეს უკანასკნელი არ არსებობს, მის გასაკეთებელს ამჯერად ისინი აკეთებენ ვისაც “გასაკითებელი კიდევ ბევრი აქვთ”.
2010 წლის რუსთავის ბიუჯეტიდან 291 000 ლარი გამოთავისუფლდა. საქმე იმაშია, რომ პროგრამამ “ამხანაგობა – დიდი პოტენციალი’’, რომელიც რუსთავის საცხოვრებელი კორპუსების მოვლაზე მუშაობს, ეკონომია გააკეთა, რის შედეგადაც ბიუჯეტს 217.62 ათასი ლარი დაუბრუნა. ასევე, ეკონომიის შედეგად “რუსთვაქალობაზე’’ დაიზოგა 22 ათასი. ერთობლიობაში მიიღეს, როგორც თვითონ უწოდებენ, გამოთავისუფლებული თანხა - 291 032 ლარი.
“მოიწვიეს საკრებულო და ეს თანხა საკუთარ ხელფასებზე გადაინაწილეს. ამის შედეგად მივიღეთ: აპარატის თანამშრომელს, რომლის ხელფასიც დაახლოებით 400-500 ლარია, დეკემბერში აძლევენ 200 ლარს დანამატით. ასევე მოხდება მერიის, საკრებულოს და ქალაქის ტერიტორიული მართვის ორგანოების თანამშრომლების შემთხვევაშიც. ეს გაკეთდა იმის ნაცვლად, რომ აღნიშნული თანხით ქალაქისთვის ერთი კონკრეტული პრობლემა მოგვეგვარებინა. თუ ამას არ გავაკეთებდით, შეიძლებოდა დანაზოგი, ჩვენ 160 ლარზე მომუშავე სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგებისთვის დაგვეხარჯა, ან გადავგვეცა იმ რუსთაველებისთვის, რომლებსაც სახურავი თავზე ენგრევათ. ასეთი მოქალაქეები და ზოგადად სოციალუად დაუცველი ადამიანები, რომლებსაც მთელი წელი არ აქვთ იმდენი შემოსავალი, რამდენსაც ჩვენი აპარატის თანამშრომლები თვეში იღებენ, სამწუხაროდ, ქალაქში ძალიან ბევრი გვყავს.
ის, რაც საკრებულომ გააკეთა კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ თვითმმართველობა ჯერაც ხალხზე ორიენტირებული არაა“ – ამბობს რუსთავის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ახვლედიანი.
291 ათსი ლარი რუსთავის საკრებულომ თვითმმართველობის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისთვის შემდეგი მიმართულებით დააბინავა:
36 ათასი გადაეცა საკრებულოს აპარატს, 17 ათასი – მერიის ადმინისტრაციას, 13 ათასი – ზედამხედველობის სამსახურს, 5 ათასი – მერიის პრესსამსახურს, 3 ათასი – მერიის ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურს, 3 ათასი – ეკონომიკის განვითარების სამსახურს და 4 ათასი – საკრებულოს შტატგარეშე თნამშრომლებს. დანარჩებნი თანხა ტერიტორიული მართვის ორგანოებს – მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. ასევე რატომღაც გაიზარდა საკრებულოს ოფისის ხარჯები და ზემოთხსენებულ ცვლილებებთან ერთდ ჩაიწერა, რომ რუსთავის საკრებულოს სასმელი წლის შესაძენად გამოეყო 2 000 ლარი.
“ამდენი თანხის გადახდა რომ გვიწევს წყალზე, ეს ჩვენი ბრალია. ტარიფი 3 ლარი ჩვენ დავამტკიცეთ და ისიც ვერ გავარკვიეთ, შვედური თუ რუსული კომპანიაა მისი მეპატრონე. ისე, თუ ამდენი ჯდება საკრებულოს წევრებისთვის წყლის შეძენა, მე პირადად მზად ვარ სხდომებზე წყალი საერთოდ არ დავლიაო” – ამბობს ახვლედიანი.
იმავე საკრებულოს სხდომაზე, ხელფასი 395 ლარიდან 1 200 ლარამდე გაუზარდეს რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორს.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებს რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანელი კახა გუგენიძე.