მაიამიში რეპერი Trick Daddy დააკავეს

მაიამიში რეპერი Trick Daddy დააკავეს

მაიამიში რეპერი Trick Daddy დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

პოლიციაში შევიდა რამდენიმე შეტყობინება იმის შესახებ, რომ Range Rover-ის მარკის ავტომობილი შუქნიშნის წითელ შუქზე მოძრაობდა და საგზაო ნიშნებს ეჯახებოდა. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა საჭესთან მძინარე რეპერი აღმოაჩინეს.

სამართალდამცველები რეპერს კოკაინის ფლობას და ავტომობილის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვას ედავებიან. დაკავებისას Trick Daddy-მ (ნამდვილი სახელი - მორის იანგი) პოლიციელს უთხრა, რომ რამდენიმე საათის წინ დალია.

Trick Daddy-ისთვის ეს პირველი დაკავება არ ყოფილა. რამდენიმე თვის წინ ის ცეცხლსასროლი იარაღის ტარების წესების დარღვევისა და ნარკოტიკების ფლობის გამო დააკავეს.