დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ საოჯახო თათბირი მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს.
მისი ცნობით, 13 იანვარს სენდრინგემის საგვარეულო სასახლეში დედოფლის გარდა თათბირს უელსის პრინცი ჩარლზი, კემბრიჯის ჰერცოგი უილიამი და სასექსის ჰერცოგი ჰარი დაესწრებიან.
თათბირზე მთავარი განსახილველი საკითხი ჰარისა და მისი მეუღლის, მეგან მარკლის მიერ სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრების სტატუსზე უარის თქმა იქნება.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში გააგრძელებენ.