ვაშინგტონში მსახიობები ხოაკინ ფენიქსი და მარტინ შინი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ფილმ „ჯოკერის“ მთავარი როლის შემსრულებელი კლიმატის ცვლილებების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მსახიობ ჯეინ ფონდას მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა, ფენიქსი კი ღონისძიებაზე კლიმატის ცვლილებაზე ხორცისა და რძის მრეწველობის გავლენაზე საუბრობდა.
ხოაკინ ფენიქსთან და მარტინ შინთან ერთად არასანქცირებულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის 147 ადამიანი დააკავეს.