ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლემ, სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა კომპანია Disney-სთან კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, მეგან მარკლი Disney-ის გმირებს გაახმოვანებს, მიღებულ შემოსავალს კი სპილოების დახმარების ფონდში გადარიცხავს.
მეგანმა ხმის ჩამწერ სტუდიაში კანადაში გამგზავრებამდე უკვე იმუშავა. მეგანმა გამგზავრებამდე ორი დღით ადრე ჰარისთან ერთად, სამეფო ოჯახის „მაღალი თანამდებობის“ წარმომადგენლების სტატუსზე უარი თქვა.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში გააგრძელებენ.