შერონ სტოუნმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა

შერონ სტოუნმა დონალდ ტრამპი გააკრიტიკა

ამერიკელი მსახიობის, შერონ სტოუნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მისი ამერიკელი კოლეგის, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, ძლიერი ლიდერია. ამის შესახებ მან ჟურნალ GQ-ს გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.

„დონალდ ტრამპი ტრაბახა პრეზიდენტია, რომელიც თავის პოსტს პატივს არ სცემს. პუტინი ძლიერი ლიდერია, რომელიც თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, ტრამპი კი ჩვეულებრივი ტრაბახაა, რომელიც პატივს არ სცემს თავის თანამდებობას.

ტრამპს სურს, აშშ-ის პრეზიდენტზე უფრო მეტი იყოს, თითქოს ეს საკმარისი არაა. მიუღებელია, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტით სხვა სახელმწიფო მანიპულირებდეს. მეეჭვება, ის 2020 წელსაც აირჩიონ. ჩვენი ქვეყანა ყველა ადამიანისთვის თანაბარი უფლებების მინიჭების იდეაზე დგას, ეს კი ტრამპის მიზნებს არ ემთხვევა“,- აღნიშნა მსახიობმა.