კანადური როკ-ჯგუფ Rush-ის დრამერი ნილ პირტი 67 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო დრამერად აღიარებული მუსიკოსი კალიფორნიის ქალაქ სანტა-მონიკაში, ტვინის კიბოსგან გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება
„გულგატეხილები და დამწუხრებულები ვართ, ვინაიდან ჩვენი სულიერი ძმა და ჯგუფის წევრი ნილი ტვინის კიბოსთან ბრძოლაში დამარცხდა“, - ნათქვამია Rush-ის განცხადებაში.
ნილ პირტი Rush-ის დრამერი 1974 წელს გახდა და ჯგუფში 2015 წლამდე უკრავდა.