ქორწილების საორგანიზაციო სააგენტო Bridebook-მა ყველაზე ათწლეულის ძვირადღირებული ქორწილები დაასახელა.
რეიტინგში ლიდერია ბრიტანეთის პრინცი ჰარის და მეგან მარკლის საქორწინო ცერემონია, რომელიც 2018 წელს ვინძორის სასახლეში შედგა. ცერემონიაზე 420 ათასი ფუნტი დაიხარჯა.
მეორე ადგილზეა ასევე ბრიტანეთის პრინცის უილიამის და ქეით მილდტონის ქორწილი, რაზეც 26 მილიონი ფუნტი დაიხარჯა. ჯვრისწერის ცერემონია 2011 წლის 29 აპრილს შედგა.
მესამეა სიაში „ფორმულა 1“-ის პრეზიდენტის შვილის პეტრა ეკლსტოუნის ქორწილი, რომელიც ბიზნესმენ ჯეიმს სტენს გაჰყვა 2011 წელს. წყვილის ხარჯებმა 9 მილიონი ფუნტი შეადგინა. 2018 წელს წყვილი განქორწინდა.
მეოთხეა ჯასტინ ტიმბერლეიკის ქორწილი მსახიობ ჯესიკა ბილთან. ისინი იტალიაში 2012 წელს დაქორწინდნენ. წყვილმა ცერემონიაზე 4 მილიონი ფუნტი დახარჯა.
მეხუთე ადგილზე გავიდა მსახიობ ჯორჯ კლუნის და იურისტ ამალ ალამიდინის ქორწილი. 2014 წელს წყვილმა იტალიაში 3,5 მილიონი დახარჯა.
სიაში ასევე მოხვდა მწერალ ჩელსი კლინტონის და ბანკირ მარკ მევინსკის ქორწილი (2,3 მილიონი ფუნტი). ყურადღების მიღმა არც მსახიობ პრიანკა ჩოპრას და მსახიობ ნიკ ჯონსის ქორწილი დარჩა, წყვილმა 2,3 მილიონი ფუნტი დახარჯა.
მერვე ადგილზე გავიდა ტელევარსკვლავ კიმ კარდაშიანის და რეპერ კანიე უესტის ქორწილი. წყვილმა 2,1 მილიონი ფუნტი დახარჯა. ასევე სიაშია მომღერალ ელტონ ჯონის და კინორეჟისორ დევიდ ფერნიშის ქორწილი. მათ 1,1 მილიონი ფუნტი დახარჯეს.