დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინც ჰარის და მეგან მარკლის გადაწყვეტილებით გულნატკენები არიან. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგსა და თავის მეუღლეს განცხადების გამოქვეყნებამდე სამეფო ოჯახის წევრებთან კონსულტაცია არ გაუვლიათ. ბუკინგემის სასახლეში კი აცხადებენ, რომ „რთულ საკითხებზე“ მოუწევთ მუშაობა.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი თანამდებობის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩრდილოეთ ამერიკაში გააგრძელებენ.