ჯასტინ ბიბერს სიცოცხლისთვის საშიში დაავადება აღმოუჩინეს. ამის შესახებ კანადელი მომღერალი Instagram-ის გვერდზე წერს.
„ხალხი ამბობს, რომ ჯასტინ ბიბერი საშინლად გამოიყურება და მეტამფეტამინს მოიხმარს, თუმცა მათ არ იციან, რომ ცოტა ხნის წინ ლაიმას დაავადება აღმომიჩინეს.
ასევე დამიდგინეს მონონუკლეოზის ქრონიკული ფორმაც, რაც ჩემს კანზე, ტვინსა და ზოგადად, ჯანმრთელობაზე აისახა, მაგრამ სწორი მკურნალობის წყალობით, უკეთ ვარ და სიმღერაც შემიძლია,“ - წერს ბიბერი.