ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია 2020 წელს წამყვანის გარეშე გაიმართება. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ეს ოსკარის ისტორიაში უკვე მესამე შემთხვევაა. ცერემონიას წამყვანი არც გასულ წელს ჰყავდა. მსახიობი კევინ ჰარტი 91-ე ცერემონიის წამყვანად დაასახელეს, თუმცა იმავე თვეს მან ამ ამპლუაზე უარი თქვა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელებში მის 10 წლის წინანდელ ჰომობობიურ პოსტებზე კრიტიკა გახდა.
მანამდე წამყვანის გარეშე ცერემონია 1989 წელს გაიმართა. 2020 წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონია 9 თებერვალს გაიმართება.