2020 წლის საუკეთესო ქალაქები დასახელდა

2020 წლის საუკეთესო ქალაქები დასახელდა

Resonance Consultancy-ს ექსპერტებმა 2020 წლის საუკეთესო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნეს. სია საკონსულტაციო კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ქალაქები რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასეს, მათ შორის კლიმატი, უსაფრთხოების დონე, ინფრასტრუქტურა დასვენებისთვის, ღირშესანიშნაობები, აეროპორტები, რესტორნები, მაღაზიები, ქალაქის პოპულარობა და სხვა.

რეიტინგში პირველ ადგილს ლონდონი იკავებს, მეორე ადგილზეა ნიუ-იორკი, მესამეზე კი პარიზი მოხვდა.

ათეულში ასევე არის ტოკიო, მოსკოვი, დუბაი, სინგაპური, ბარსელონა, ლოს-ანჯელესი და რომი.