ტურინის „იუვენტუსის“, სან სებასტიანის „სოსიედადის“, პირეოსის „ოლიმპიაკოსისა“ და სერბეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი დარკო კოვაჩევიჩი დაჭრეს. ინციდენტი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში მოხდა.
როგორც ბერძნული ვებგვერდი Protothema იტყობინება, 46 წლის სერბს თავს შეიარაღებული პირები საკუთარი სახლის წინ დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, კოვაჩევიჩი მუხლში დაიჭრა.
დარკო დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს და გავრცელებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უცნობია თავდასხმის მოტივი და მიზეზები. თავდამსხმელებმა კოვაჩევიჩის მანქანაც გაიტაცეს, რომელიც აეროპორტის მიმდებარედ დატოვეს და ცეცხლი წაუკიდეს.