ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კვირის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში "ლეიკერსის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი, ხოლო აღმოსავლეთში "მილოუკის" ფორვარდი იანის ადეტოკუმპო აღიარეს.
ორივე კალათბურთელის გუნდმა სამ-სამი სეხვედრა მოიგო. იანისი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 29 ქულას და 11.7 მოხსნას აგროვებდა. ლებრონი საშუალოდ ერთ მატჩში 23 ქულას, 12.6 პასს და 11.7 მოხსნას აკეთებდა.