„ლივერპულის“ 27 წლის სენეგალელმა ნახევარმცველმა თანაკლუბელ მოჰამედ სალაჰს და „მანჩესტერ სიტის“ ალჟირელ შემტევს, რიად მაჰრეზს აჯობა. მანე აქამდე სამჯერ, 2016, 2017 და 2018 წლებში იყო წარდგენილი ამ ჯილდოზე, თუმცა პრიზის მოპოვებას აქამდე ვერ ახერხებდა.
ეს ფეხბურთელი გასულ სეზონში „ლივერპულთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის მფლობელი და ინგლისის ვიცე-ჩემპიონი გახდა. წელს კი პრემიერლიგაში 21 ტურის შემდეგ მის ანგარიშზე 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
ელ ჰაჯი დიუფის შემდეგ, რომელმაც ეს პრიზი 2002 წელს მოიგო, მანე პირველი სენეგალელია, რომელიც აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.