შვედმა ეკოაქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა Twitter-ზე „შერონი“ დაირქვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
BBC-ის ეთერში, ტელევიქტორინა Celebrity Mastermind-ის ერთ-ერთ მონაწილეს, მსახიობ ამანდა ჰენდერსონს შვედი ეკოაქტივისტის ციტატა წაუკითხეს და მისი ავტორის დასახელება სთხოვეს, მან კი გრეტა ტუნბერგს შერონი უწოდა.
რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „გრეტამ ბრაზის მართვის პრობლემაზე უნდა იმუშავოს, მერე კი მეგობართან ერთად კარგ, ძველებურ ფილმს უყუროს“. ამის შემდეგ ტუნბერგმა Twitter-ზე ბიოგრაფია შეიცვალა. „მოზარდი, რომელიც სიბრაზის მართვის პრობლემებზე მუშაობს. ახლა მშვიდად ვარ და მეგობართან ერთად კარგ, ძველებურ ფილმს ვუყურებ“, - წერია ტუნბერგის გვერდზე.