ამერიკელმა მომღერალმა რიანამ ქალის თეთრეულის თავისი ბრენდის, Savage x Fenty-ის ახალი კოლექცია წარადგინა, რომელიც წმინდა ვალენტინის დღისადმი მან დიზაინერ ადამ სელმანთან ერთად შექმნა.
მომღერლის ფოტოები Instagram-ზე გამოქვეყნდა.
რიანას გარდა ფოტოსესიაში ამერიკელი მოდელი ადესუვა აიგევი, პუერტორიკელი მოდელი ჯოან სმოლსი, ამერიკელი ფოტომოდელი ფიფანი ლუუ, პლუს-ზომის მოდელი პარომა ელსესერი და თავად ადამ სელმანი მონაწილეობდნენ. ფოტოსესიის ავტორი ფოტოგრაფი დენის ლეიპოლდია, რომელიც Savage X Fenty-სთან მანამდეც თანამშრომლობდა.