ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად ელტონ ჯონმა მილიონი დოლარი გადარიცხა

ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად ელტონ ჯონმა მილიონი დოლარი გადარიცხა

ბრიტანელმა მომღერალმა და მუსიკოსმა ელტონ ჯონმა ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად მილიონი დოლარი გადარიცხა. CNN ცნობით, ამის შესახებ მან სიდნეიში გამართულ კონცერტზე განაცხადა.

ავსტრალიის ტყის ხანძართან საბრძოლველად შექმნილი ფონდის მოცულობა ამჟამად 30 მილიონ დოლარს აჭარბებს. მასში საერთო ჯამში თანხა მილიონზე მეტმა ადამიანმა ჩარიცხა.

მანამდე მეხანძრეების დასახმარებლად თანხა პინკმა, კრის ჰემსვორთმა, ნიკოლ კიდმანმა, ჰიუ ჯეკმანმა, სელენა გომესმა და სხვა ვარსკვლავებმა გადარიცხეს.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას  24 ადამიანი ემსხვერპლა. 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. სტიქიის გამო 5 მილიონი ჰექტარი ტყე განადგურდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა.