ბრედლი კუპერისა და ირინა შეიკის ოჯახური დრამა ფაქტობრივად დასასრულს მიუახლოვდა. მეურვეობის საკითხის გადაწყვეტა, რომელიც ისეთი წყვილების შემთხვევაში როგორიც თუნდაც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი არიან, საკმაოდ მტკივნეული და ხანგრძლივი პროცესია ხოლმე, ბრედლიმ და ირინამ საკმაოდ ჰარმონიულად მოაგვარეს.
როგორც ირკვევა, ყოფილი წყვილი შეთანხმდა, რომ ორივე მათგანი ნიუ-იორკში იცხოვრებს, რათა ქალიშვილის აღზრდაში თანაბარი მონაწილეობა მიიღონ. რაც შეეხება გრაფიკს, ის მკაცრად განსაზღვრული არ იქნება და ვარსკვლავების დატვირთვიდან გამომდინარე, თვიდან თვემდე შეიცვლება.
როგორც ჩანს, მათ იმდენად ერთგვაროვანი პოზიცია აქვთ, რომ საკითხის დოკუმენტის სახით გაფორმებაც არ ჩათვალეს საჭიროდ.