გასული წელი სელენა გომეზის, ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინისთვის საკმაო დრამატული აღმოჩნდა. ტრიოს, რომელიც შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან მეგობრობდა, დღეს ერთმანეთთან მძიმე ისტორიის გარდა აღარაფერი აკავშირებს, რაც ყველაზე უფრო რთული სელენასთვის აღმოჩნდა, რომლის საყვარელი მამაკაციც იმ გოგონაზე დაქორწინდა, რომელიც ოდესღაც მათსავე ურთიერთობას გულშემატკივრობდა.
ჰეილი ბოლდუინი და ჯასტინ ბიბერი 2019 წლის 30 სექტემბერს დაქორწინდნენ, რის გამოც სელენა გომეზის უახლესი პოსტი, რომლითაც გასულ წელს აჯამებდა სწორედ ამ მიზეზით გახდა კიდევ უფრო საინტერესო.
30 სექტემბერი მან მეგობრების გარემოცვაში გაატარა, რის გამოც ფანები კიდევ უფრო მეტად არიან დარწმუნებულები, რომ მას ამ დღეს ემოციური მხარდაჭერა სჭირდებოდა.