დედამიწის ყველაზე ასაკოვანი ქალი, იაპონელი კანე ტანაკა 117 წლის გახდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საზეიმო თარიღის აღსანიშნავად მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც ტანაკა ცხოვრობს, წვეულება მოაწყვეს. სტუმრებს ტორტი მიართვეს, ოთახი კი სანთლებით და ბუშტებით მორთეს.
კანე ტანაკა გინესის რეკორდების წიგნში 2019 წლის 9 მარტს მოხვდა, როგორც დედამიწის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი, როგორც ქალებს, ასევე კაცებს შორის. მაშინ ის 116 წლის და 66 დღის იყო.