აშშ-ის კინოკრიტიკოსების ეროვნულმა საზოგადოებამ გასული წლის შედეგები შეაჯამა. ამის შესახებ Hollywood Reporter-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, საუკეთესო ფილმად სპეციალისტებმა კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს „პარაზიტი“ დაასახელეს. წლის რეჯისორი ამერიკელი გრეტა გერვიგი გახდა, დრამისთვის „პატარა ქალები“. ანტონიო ბანდერასი საუკეთესო მსახიობ კაცად აღიარეს, ფილმისთვის (ტკივილი და დიდება), ქალებს შორის კი პირველი მერი კეი პლეისი გახდა, რომელმაც მთავარი როლი ფილმში „დაიანა“ შეასრულა.
აშშ-ის კინოკრიტიკოსთა ეროვნული საზოგადოება 60 წევრს აერთიანებს და მაღალი მოთხვონებით არის ცნობილი.