ჯანოს თურქული ტრანსფერი გადაწყდა

ჯანოს თურქული ტრანსფერი გადაწყდა

ჯანო ანანიძე კარიერას თურქეთის სუპერლიგაში, კერძოდ, „დენიზლისფორში“ გააგრძელებს. გავლენიანი თურქული გამოცემის Sabah.com.tr-ის ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას ყველა დეტალზე მიაღწიეს და უახლოეს ხანში ტრანსფერი დადასტურდება.

ჯანო დენიზლში 6-თვიანი იჯარით გადაბარგდება და ხელფასის ნაწილს „სპარტაკი“ გადაუხდის. მოგეხსენებათ, ჩვენებურმა „სახალხო გუნდის“ დატოვება თავად ისურვა, რადგან მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა.

ანანიძემ „სპარტაკის“ ღირსება მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 10 მატჩში დაიცვა და 1 საგოლე პასი შეასრულა. მოსკოველთა გარდა კი, აქამდე მხოლოდ „როსტოვსა“ და სამარის „კრილია სოვეტოვში“ უთამაშია.