"ლაციომ" კლუბის რეკორდი გაიმეორა

რომის "ლაციომ" სერია ა-ში ზედიზედ მეცხრე შეხვედრა მოიგო, რითაც კლუბის რეკორდი გაიმეორა, აღნიშნულ ინფორმაციას Gracenote live-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ლაციომ" იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ ცხრა შეხვედრა 1998/99 წლების სეზონში მოიგო. მაშინ გუნდს სვენ გორან ერიქსონი წრთვნიდა.

მიმდინარე სეზონში რომაულმა გუნდმა ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მოიპოვა, იმობილემ "ბრეშას" 91-ე წუთზე გაუტანა და "ლაციომ" 2:1 მოიგო.

"ლაციო" 39 ქულით იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა, 3-3 ქულით "ინტერს" და "იუვენტუსს" ჩამორჩება.