მადრიდის „რეალმა“ და ბრაზილიურმა „ფლამენგომ“ შეთანხმებას მიაღწიეს. შედეგად, ბრაზილიელი ნახევარმცველი რეინიერ ჟესუსი მადრიდულ კლუბში გადავა. წერს Goal-ი
ფეხბურთელი, რომელიც 19 იანვარს 18 წლის ხდება, 35 მილიონ ევროდ შეიძინეს. მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბს მიმდინარე თვეს შეუერთდება.
ჟესუსთან კონტრაქტის გაფორმებას სხვა ესპანური კლუბებიც ცდილობდნენ. ბრაზილიელი „ფლამენგოში“ ივლისში გადავიდა და 6 გოლი გაიტანა.