ვინს კარტერმა NBA-ს რეკორდი დაამყარა

ვინს კარტერმა NBA-ს რეკორდი დაამყარა

„ინდიანა პეისერსთან“ მატჩში „ატლანტა ჰოუქსის“ ფორვარდი ​ვინს კარტერი გახდა პირველი კალათბურთელი, რომელსაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ოთხ სხვადასხვა ათწლეულში უთამაშია. ინფორმაციას ამის შესახებ BBCავრცელებს.

NBA-ში კარტერის დებიუტი 1999 წელს შედგა, როდესაც ასოციაციის 36 მოქმედი კალათბურთელი, მათ შორის კარტერის ოთხი თანაგუნდელი ჯერ არ დაბადებულა.

„მადლობელი ვარ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია ამ დონეზე თამაში. ერთ-ერთ ფოტოზე ჩემი ყოფილი თანაგუნდელის, 56 წლის ჰაკიმ ოლაიუვონის გვერდით 21 წლის ტრეი იანგი იდგა და მაშინ მივხვდი, რომ ისინი, ვისთანაც მე მითამაშია, ახლა გენერალური დირექტორები, მწვრთნელები და სხვა ფუნქციონერები არიან. ვთამაშობდი მაიკლ ჯორდანის წინააღმდეგ და ახლა ტრეი იანგის და სხვა თანამედროვე ვარსკვლავების წინააღმდეგ ვთამაშობ“, - განაცხადა 42 წლის კარტერმა.

კარიერის მანძილზე კარტერმა NBA-ში 1500-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, 8-ჯერ მონაწილეობდა „ყველა ვარსკვლავის მატჩში“ და 2000 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.